ტრენერთა სასერტიფიკატო კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გახდეს ტრენერი ან გაიღრმავოს ტრენინგის ჩატარების უნარები. კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, თავად განავითარონ ტრენინგ-მოდული, ჩაატარონ მოდელირებული მიკრო ტრენინგი და მიიღონ კონსტრუქციული უკუკავშირი.
კურსის მიზანია, მსმენელები აღჭურვოს ტრენერისათვის და ტრენინგ-მენეჯერისათვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევებით, რათა დამოუკიდებლად შეძლონ ტრენინგის სრული ციკლის წარმართვა ADDIE მოდელის მიხედვით.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- საჭიროებების იდენტიფიცირებასა და ანალიზს;
- ტრენინგის დიზაინის შექმნას;
- ტრენინგის განვითარებას (სილაბუსის და მასალების შექმნა);
- ტრენინგის ჩატარებას თანამედროვე ტექნიკებისა და მეთოდების გამოყენებით;
- ტრენინგის შეფასებას (მონაწილეთა შეფასება, თვითშეფასებისა და ტრენინგის შეფასების დაგეგმვა და განხორციელება);
- საჭიროების შემთხვევაში ტრენინგის შემდგომ მართვას.
კურსის ძირითადი თემებია:
ტრენინგის განვითარება / ტრენინგის ციკლი - ADDIE მეთოდი
- საჭიროებების ანალიზი ტრენინგისათვის;
- ტრენინგის მიზნებისა და შედეგების ფორმულირება;
- ტრენინგის სტილები;
- ტრენინგის დიზაინის შექმნა;
- ტრენინგის სილაბუსისა და მასალების შექმნა;
- მეთოდების შერჩევა;
ტრენინგის განხორციელება
- გუნდის შეკვრის აქტივობები;
- ენერჯაიზერები;
- სწავლის პროგრესზე დაკვირვება და უკუკავშირი;
- ზრდასრულთა სწავლების თავისებურებები;
ტრენერის ხელოვნება / ფასილიტაციის უნარები
- კომუნიკაციის უნარები;
- ეფექტური პრეზენტაციის მომზადება და განხორციელება;
- ჯგუფის დინამიკის მართვა.
ტრენინგების ადმინისტრირება და მართვა
მიკროსწავლება - პრაქტიკული დავალებები
- მიკროსესიის ინსტრუქტაჟი
- ტრენინგ-მოდულის განვითარება და წარდგენა.
კურსი განკუთვნილია:
- მოქმედი ან მომავალი ტრენერებისათვის
- ტრენინგ მენეჯერებისათვის
- პერსონალის მართვის სპეციალისტებისათვის
სწავლების ენა: ქართული
კურსის ღირებულება: 300 ლარი.
თსუ-ის თანამშრომლებისათვის 250 ლარი, თსუ-ის სტუდენტებისათვის 200 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატის მიღებისთვის აუცილებელი პირობები: სერიტფიკატის მისაღებად აუცილებელია ტრენინგის მინიმუმ 80%-ზე დასწრება და საბოლოო პრაქტიკული დავალების (მოდელირებულ ტრენინგში) წარმატებით შესრულება.
ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
საკონტაქტო ინფორმაცია: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა თსუ პირვლი კორპუსის გვერდით, მეორე სართული), ტელ.: 225 04 84 (შიდა ნომერი 1466 ან 1465) ან 577 248 848
ელფოსტა: keti.tsintsadze@tsu.ge
საბანკო რეკვიზიტები კურსის საფასურის გადასახდელად (კურსის საფასურს იხდით შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ):
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 204864548
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 708967253
კურსს გაუძღვება: ქეთი ცინცაძე (თსუ მოწვეული ლექტორი, ტრენერი, ექსპერტი და კონსულტანტი უწყვეტი განათლების საკითხებში). ქეთი ცინცაძეს აქვს ტრენერების ტრენინგის ჩატარების ხანგრძლივი გამოცდილება.
ქეთი ცინცაძის სხვა ტრენინგები: საპროექტო განაცხადის წერა, დროის მართვის საფუძვლები.