კურსის მიზანია, მოამზადოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი ძირითადი ფაქტორები და პრინციპები და განახორციელონ საინსპექციო კონტროლი სურსათის მიმოქცევის სხვადასხვა ეტაპზე სურსათის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
კურსი განკუთვნილია: როგორც დიპლომირებული, ასევე საბაზო განათლების მქონე პირებისათვის, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აინტერესებთ აღნიშნული პროგრამის გავლა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები სურსათის უვნებლობის სფეროში.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- სურსათთან ასოცირებული საფრთხეების შესახებ;
- სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი ძირითადი საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ;
- სურსათის უვნებლობის მართვა - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP); სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები (GlobalGAP; ISO; FSSC; BRS); ბიზნესოპერატორთა სერტიფიცირება.
- სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის ზოგადი მიმოხილვა; ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).
- სურსათისმიერი დაავადებები: კლასიფიკაცია; სტასტისტიკა; ინფექციის წყარო, გადაცემის მექანიზმი, მიმღები ორგანიზმის რაობა;
- სურსათში არსებული ნუტრიენტები: ცხიმები; ნახშირწყლები; ცილების რაობა;
- სურსათში არსებული მიკრო და მაკრონუტრიენტები; ვიტამინები; სურსათის ფორტიფიკაცია;
- ჯანსაღი სურსათის რაობა;
- სურსათში ნორმირებას დაქვემდებარებულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ ფაქტორები;
- სურსათის ხარისხისა და ხარისხის მართვის ინსფრასტრუქტურის რაობა;
- სხვადასხვა ჯგუფის სასურსათო პროდუქციის პრიორიტეტული დამაბინძურებლები და მათი წარმოებისა და გადამუშავების თავისებურებები;
- სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი უფლებამოსილებების შესახებ;
- სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე სისტემები;
- სურსათის ბიზნეს-ოპერატორებზე კონტროლის განხორციელების ფორმები და მეთოდები.
შეეძლება:
- მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
- სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-ოპერატორის საინსპექციო კონტროლის განხორციელება;
- სურსათის ბიზნესოპერატორის ფაქტიური მდგომარეობის დადგენილ ან ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
- კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების და მათი გამომწვევი ფაქტორების ამოცნობა და ბიზნეს-ოპერატორისავის შესაბამისი რჩევებისა და რეკომენდაციების მიწოდება.
- მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი წყაროების მოძება, რომლებიც უზრუნველყოფენ მის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
- ბიზნეს-სუბიექტებთან ადეკვატური კომუნიკაციის დამყარება.
- სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი; კრიტიკული შეუსაბამობები; ადმინისტრირება; ექსპორტისთვის გამოყენებული სერტიფიკატების სახეები და მათი გაცემის მექანიზმები.
კურსის მოცულობა: 54 საათი
კურსის ღირებულება: 500 ლარი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
კურსის თეორიული ნაწილი ჩატარდება დისტანციურად, Zoom-ის გამოყენებით, პრაქტიკული ნაწილი და საბოლოო ტესტირება კი ჩატარდება თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). კურსის კურატორი: ტელ.: 555 603080.; ელ.ფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge
ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.