პროგრამის მიზანია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მოამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და მოახდინოს მისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, ორგანიზაციაში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულებისას მსმენელს:
ა) აქვს სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში;
ბ) იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
გ) შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;
დ) შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანომდებლობის შესაბამისად.
სწავლების მეთოდები:
სასწავლო კურსის/მოდულის სწავლის შედეგების მიღწევისათვის შემუშავებულია სწავლების ადეკვატური მეთოდები:
- თეორიული სწავლება
- პრაქტიკული მეცადინეობა
- პრაქტიკა
საბაზისო და თემატური მოდულების დასრულების შემდეგ მსმენელმა უნდა ჩააბაროს შემაჯამებელ წერითი ტესტი. ტესტში თითოეული მოდულის სწავლის შედეგის დადასტურების მიზნით მსმენელმა უნდა გადალახოს არანაკლებ 60 %.
სასერტიფიკატო კურსი „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სრული აკრედიტებული პროგრამა“-ს 230 საათის სწავლების დასრულებისა და ტესტირების წარმატებით დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ აღნიშნული კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
პროგრამის მოცულობა: 230 აკადემიური საათი, მათ შორის 133 თეორიული და 97 პრაქტიკული.
სწავლების ენა: ქართული
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირი.
კურსის საფასური - 1650 ლარი; თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის - 1450 ლარი;
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, (ორსართულიანი შენობა თსუ პირველი კორპუსის გვერდით, მეორე სართული).
ტელ.: 555 603080, ელფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: რეგისტრაციის ბმული
ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.