თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №68/ნ-ით დამტკიცებულ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის სასერტიფიკატო პროგრამაზე.
ტრენინგებს ჩაატარებენ სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ტრენერები.
ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის შემდეგ ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, აღმზრდელ-პედაგოგის სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამის, ოფიციალურად აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატებს. აღნიშნული სერტიფიკატის საფუძელზე შეეძლებათ, მუშობა დაიწყონ აღმზრდელ პედაგოგად.
ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მათ შორის პირებს, რომლებმაც ვერ გაიარეს მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული უკვე ჩატარებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგი და არ ფლობენ შესაბამის სერტიფიკატს.
აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული მოიცავს 66 საათს.
კურსის ღირებულება: 450 ლარი
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ googlemeet-ის პლატფორმის გამოყენებით.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1).
ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი1466)
ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge