დიეტა დროებითია, ცხოვრების წესი მუდმივი!
- დაიღალე მომაბეზრებელი დიეტებით და გაუთავებელი შეზღუდვებით?
- ეფექტი დროებითია და შედეგი კი გაორმაგებული კილოგრამები?
- რაღაც გინდა და არ იცი რა?
- წონასთან ბრძოლა შენთვის სტრესულია და განიცდი?
- იცავ დიეტას, ბოლოს გბეზრდება და არღვევ, არღვევ და მერე კვლავ განიცდი?
- შემდეგ ისევ სტრესი და ასე მეორდება გაუთავებლად?
- რატომ ხდება ასე?
- რატომ მივირთმევთ ზოგჯერ მაშინაც კი, როცა თითქოს დანაყრებულნი ვართ?
ჩვენ გთავაზობთ წონის მართვის კომპლექსურ გზას, რომელიც უზრუნველყოფს ამ რთული პროცესის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოდ და გაცნობიერებულად წარმართვას. კურსის მიზანია: მსმენელმა გაითავისოს, რომ სასურველი წონა არა მკაცრი დიეტის, არამედ სწორად გამომუშავებული ჩვევების შედეგია.
კურსის ძირითადი საკითხებია:
- ადამიანის სხეულის ჩამოყალიბება და ფიზიკური პარამეტრები, ჭარბი წონისკენ მიდრეკილება
- ჭარბი წონა, სიმსუქნე, „მორბიდული სიმსუქნე“ როგორც რისკ-ფაქტორი და ვისცერალური ცხიმის პათოგენური როლი
- კვებითი ქცევა, დამკვიდრებული სტერეოტიპები
- სხეულის წონის არაკომპეტენტური მართვის პოტენციური საფრთხეები
- ჭარბწონიანობის გავლენა ადამიანის ემოციურ სფეროზე. საკუთარი სხეულის აღქმა, ბულინგი, სტიგმა
- ემოციური შიმშილი, დამახასიათებელი ნიშნები და მისი მართვა
- სხეულის წონის კომპლექსური მართვა - კვებითი ქცევა, ემოციური მდგრადობა
- ოჯახურ გარემოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ :
- რა განსხვავებაა ჭარბწონიანობას და სიმსუქნეს შორის
- რას ნიშნავს „მორბიდული სიმსუქნე“
- რა არის ვისცერალური ცხიმი და რატომ მოიაზრება ის, ჯანმრთელობის დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორად
- როგორია ემოციური სფეროს მნიშვნელობა წონის მართვაში
- რას ნიშნავს ემოციური შიმშილი და როგორ გავმიჯნო ის ფიზიოლოგიური შიმშილისგან
- რატომ არის ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
კურსის ღირებულება: 150 ლარი
კურსის მოცულობა: 8 საათი (გადანაწილებული ორ დღეზე)
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 577 420 528, ელფოსტა: lali.chelidze@tsu.ge
საბანკო რეკვიზიტები კურსის საფასურის გადასახდელად (კურსის საფასურს იხდით შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ):
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 204864548
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 708967253
რეგისტრაცია
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მარინა ლომოური.
პროფესიული გამოცდილება:
მიხეილ წინამძღვრიშვილის სახ. თბილისის კარდიოლოგიის ინსტიტუტი, საკავშირო კარდიოლოგიური ცენტრი, მედიკო-ბიოლოგიური პრობლემების ინსტიტუტი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო პოპულაციურ კვლევებში, რომელთა მიზანს, მოსახლეობაში ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკ-ფაქტორის, მათ შორის სიმსუქნის, მაღალი არტერიული წნევის, ცხოვრების წესის თავისებურებების და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან მათი შესაძლო განმაპირობებელი კავშირის შესწავლა წარმოადგენდა. კვლევის საფუძველზე დაზუსტდა საქართველოს რეგიონების მოსახლეობის სხვადასხვა ფიზიოლოგიური პარამეტრის ასაკობრივი სტატისტიკური განაწილება და შემუშავდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციის ასაკობრივი პრაქტიკული რეკომენდაციები.
2009 – 2015 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი,შემდეგ თსუ-ს „საბავშვო უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელი.
ლალი ჭელიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერი (გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაცია DVV international-ის და BMZ (სერტიფიკატი). 18 წლიანი გამოცდილებით. ავტორი 18 საავტორო კურსის და ტრენინგმოდულის. ჩატარებული 7000 საათზე მეტი.
დღემდე არის როგორც დამოუკიდებელი სტატუსის, ასევე მოწვეული ტრენერი სხვადასხვა საერთაშორისო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში.
ატარებს მასტერკლასებს მოთხოვნიდან გამომდინარე სხვადასხვა თემაზე.
უკეთებს ორგანიზებას და შეფასებას საპილოტე - საცდელ ტრენინგებს, ეხმარება ახალბედა ტრენერებს დასაქმებასა და რეალიზებაში, ეწევა ქოუჩინგს.
იდეის ავტორი და ორგანიზატორი ნიქოზის სკოლის პროექტისა „9 მოხალისე ტრენერი ნიქოზის მოსწავლეებისთვის!“
მუშაობს ინდივიდუალურ დაკვეთებზე და ამზადებს ტრენინგებს აქტუალურ თემებზე: პიროვნული ზრდის, განვითარების, ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, ემოციური ინტელექტის, ბავშვთა, მშობელთა და პედაგოგებისთვის საჭირო და აქტუალურ საკითხებზე.