საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"კულტურის მკვლევარი" - კონკურსი

ვისაც გაინტერესებთ კულტურა – ის, რაც გვაერთიანებს და გვყოფს – გთავაზობთ,  მონაწილეობა მიიღოთ თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ესსების კონკურში.
კულტურა რთული და საინტერესო ფენომენია, იგი საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ ასპექტს მოიცავს და მის კვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარსულისა და თანამედროვეობის გასააზრებლად.
შეარჩიე შემოთავაზებული თემებიდან შენთვის სასურველი:
1. გლობალიზაცია ჩვენს ყოველდღიურობაში;
2. სუბკულტურები საქართველოში;
3. იდენტობა და სამზარეულო.
შესაძლებლობა გაქვთ განიხილოთ თემა ერთი მაგალითის საფუძველზე.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა უნდა მოგვაწოდოს საკუთარი ნაშრომი ელ.მისამართზე juniorplus@tsu.ge  შემდეგი წარდგენით:  პირველ გვერდზე ჯერ უნდა იყოს დატანილი ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლა; სამეცნიერო ხელმძღვანელი მასწავლებლის სახელი, გვარი, სპეციალობა. ახალი ხაზიდან უნდა დაიწეროს თემის სათაური. ტექსტი წარდგენასთან ერთად - მაქს. 3 გვერდი, შრიფტი sylfaen, ზომა 11. ნაშრომს უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის (წყაროების) ჩამონათვალი.

კონკურში მონაწილეობის შესახებ განაცხადი გააკეთეთ (IX-XII კლასის მოსწავლეებმა)  - 14 დეკემბერის 18:00 საათამდე.

>> სარეგისტრაციო ბმული <<

საკონფერენციო ნაშრომების მიღების ბოლო ვადა  -  20 დეკემბრის 18:00 საათამდე . (მონაწილეობის განაცხადის შევსების გარეშე გამოგზავნილი ნაშრომი არ მიიღება)
კონფერენცია შერჩეული ნაშრომების ავტორების მონაწილეობით ჩატარდება 23 დეკემბერს .

თარიღი: 09/12/2022