საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"სამართლის კლუბის" სალექციო კურსი უფროსკლასელთათვის

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის "სამართლის კლუბის" სალექციო კურსი უფროსკლასელთათვის
სალექციო კურსი განკუთვნილია დარგით დაინტერესებული (IX-XII) უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის.
მისი მიმდინარეობის დროს ძირეულად განიხილება მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის პრობლემები, ადამიანის ძირითადი საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, პროექტები და სამომავლო ხედვები. გაიმართება დისკუსიები, განიხილება პრაქტიკაში გავრცელებული კაზუსები.

ახალგაზრდებს მიეწოდებათ ცოდნა შემდეგი თემების შესახებ:
* დანაშაული და სასჯელი
* დანაშაულის სახეები
* სასჯელის სისტემა
* სასჯელის დანიშვნის წესები
* შეურაცხადობა სისხლის სამართალში და ა.შ.

კურსის გავლა საჯარო თუ კერძო სკოლის ნებისმიერ დაინტერესებულ უფროსკლასელ მოსწავლეს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია. კურსი თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება როგორც თბილისში, ასევე რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლისათვის.
დასწრება შესაძლებელი იქნება, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად zoom პლატფორმის გამოყენებით.
რეგისტრაციის გავლისას აუცილებელია, დაინტერესებულმა მოსწავლემ აირჩიოს დასწრების სასურველი ფორმატი.

>> სარეგისტრაციო ბმული << 

 

კურსს გაუძღვება თსუ დოქტორანტი - ია ხახუბია
რეგისტრაცია 10 ოქტომბრიდან - 17 ოქტომბრის ჩათვლით.
შეხვედრები უნივერსიტეტში წარიმართება ყოველ პარასკევს 16:00 საათზე.
მის: ჭავჭავაძის 1. თსუ პირველი კორპუსი. ჩაის სახლის მეორე სართული.
დისტანციურად ჩართვის მსურველ რეგისტრირებულ პირებს შეხვედრების ზუსტი დღე, დრო, zoom ID გეცნობებათ თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე. 

თარიღი: 11/10/2022