საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესეების კონკურსი (26 მაისი)

ესეების კონკურსი ეძღვნება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს

კონკურსის თემატიკა: საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პოლიტიკური, სოციალური, კულტურული საკითხები.


კონკურსის პირობები:
 
საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილ თემებიდან ერთ-ერთს:
 საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ ქვეყანაში არსებული
პოლიტიკური და სოციალური პირობები;
 საქართველოს პირველი რესპუბლიკის გეოგრაფიული საზღვრები და საზღვრების დადგენასთან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკური პრობლემები;
 სხვადასხვა სოციალური პრობლემებისადმი (ეთნიკური მრავალფეროვნება, ქალთა საკითხი, განათლება და სხვ.) პოლიტიკური მიმართება (მაგ. ასახვა კონსტიტუციაში);
 პრესა და სიტყვის თავისუფლება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში;
 ხელოვნება და კულტურული ცხოვრება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში;
 მწერლობა და ლიტერატურა საქართველოს პირველ რესპუბლიკაში;
 ისტორიული ვითარება, რომელმაც განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა.

ესე უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ნაშრომის კრიტერიუმებს, საჭიროების შემთხვევაში, შეიცავდეს ციტირებებს და ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის სია.

ნაშრომის სავარაუდო სტრუქტურა:
სათაური;
შესავალი (საკითხის ირგვლივ არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი);
თეზისის წარდგენა და არგუმენტირება (ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და
არგუმენტებით გამყარება);

დასკვნა (მსჯელობის შეჯამება);
გამოყენებული ლიტერატურის სია (დეტალურად მიუთითეთ ციტირებული
ლიტერატურა. გთხოვთ, გამოიყენოთ კომპეტენტური წყაროები).
ნაშრომს შეაფასებს  ჟიური.
 
კონკურსის ეტაპები:
 
•    კონკურსი ტარდება სამ ძირითად ეტაპად:
1.    განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - 10 აპრილის ჩათვლით.
2.    ნაშრომების მიღება - 30 აპრილის ჩათვლით.
3. 15 მაისს დაანონსდება ჟიურის მიერ გამოვლენილი 5 საუკეთესო ნაშრომის
პრეზენტაციის თარიღი.
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
 
განაცხადის ფორმა:
 
• მომხსენებლის სახელი, გვარი;
• პედაგოგის სახელი, გვარი;
• სკოლა;
• მისამართი;
• ტელეფონი(მობილური);
• ელექტრონული ფოსტის მისამართი;
• ნაშრომის სათაური;
 
ესეს გაფორმების წესი:
 
•    ფურცლის ზომა A4;
•    მინდორი:ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ.
•    შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen)
•    შრიფტის ზომა -12;
•    სტრიქონებს შორის მანძილი -1;
•    გვერდების რაოდენობა -2-4.

გადმოგზავნა ელ.ფოსტაზე junior@tsu.ge

 

გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან, ხოლო კონკურსში მონაწილე ყველა
მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი.

თარიღი: 16/03/2021