საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესეების კონკურსი (ტოლერანტობის საერთაშორისო დღე)

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი უფროსკლასელთათვის ( 16 ნოემბერი )


კონკურსის თემატიკა: კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგის, თანამშრომლობის აუცილებლობა


ჩვენს გარშემო ყოველდღიურად ვხედავთ განსხვავებული იდენტობის, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების დევნასა და დისკრიმინაციას. 
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, პლურალიზმი და საზოგადოების ტოლერანტული განვითარების პერსპექტივა უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ფუნდამენტური ღირებულებების შეხსენება, რომელთა გარეშეც ვერ იარსებებს დემოკრატიული საზოგადოება, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა და მომავალი.
საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.


თუ ხარ X-XII კლასების მოსწავლე, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გთავაზობს ჩაერთო ესეების კონკურსში და თქვა შენი სათქმელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

კონკურსის პირობები:

ესე უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ნაშრომის კრიტერიუმებს, საჭიროების შემთხვევაში, შეიცავდეს ციტირებებს და ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის სია.

ნაშრომის სავარაუდო სტრუქტურა:

  • სათაური;
  • შესავალი (საკითხის ირგვლივ არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი);
  • თეზისის წარდგენა და არგუმენტირება (ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება);
  • დასკვნა (მსჯელობის შეჯამება);
  • გამოყენებული ლიტერატურის სია (დეტალურად მიუთითეთ ციტირებული ლიტერატურა. გთხოვთ, გამოიყენოთ კომპეტენტური წყაროები).

ნაშრომს შეაფასებს ჟიური.
 
კონკურსის ეტაპები:
•    კონკურსი ტარდება სამ ძირითად ეტაპად:
1.    განცხადების მიღება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - 5 ნოემბრის ჩათვლით.
2.    ნაშრომების მიღება - 12 ნომებრის ჩათვლით.

3. 14 ნოემბერს გამოვლინდებიან ავტორები, რომელთაც წესების დაცვით, პირველადი გადარჩევის შედეგად მოიპოვეს მეოთხე ეტაპში მონაწილეობის უფლება. 

შერჩეული 80 ნაშრომიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო
4.  21 ნოემბერს დასახელდება ჟიურის მიერ გამოვლენილი 10 საუკეთესო ნაშრომის ავტორი. საუკეთესო ათეულს ეცნოებება კონფერენციის თარიღისა და ადგილის შესახებ.


 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა:
>> განაცხადის ფორმა << 
 
ესეს გაფორმების წესი:

  • ტექსტი განთავსდება A4 ფორმატში(WORD), Sylfaen 11- იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და ტექსტის მოცულობა ორი გვერდი;
  • თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის  დასახელება, კლასი და ელექტრონული ფოსტა.

გადმოგზავნა ელ.ფოსტაზე junior@tsu.ge
გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან, ხოლო კონკურსის ფინალური ეტაპის ათივე მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

თარიღი: 01/11/2023