საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზაფხულის სკოლა "ადამიანი და საზოგადოება" (რეგისტრაცია)

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა

"ადამიანი და საზოგადოება" 28 ივნისი - 2 ივლისი (11:00-14:00)

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა დისტანციურ, Zoom ფორმატში იმუშავებს.

მოსწავლეები მოისმენენ ლექციებს, ჩატარდება შეხვედრები და საუბრები თსუ-ის პროფესორებთან, მოწვეულ სტუმრებთან.
განხილული იქნება დღევანდელობის აქტუალური საკითხები:
 მრავალფეროვანი გარემო
 ინდივიდუალური, ჯგუფური და ჯგუფთაშორისი კონფლიქტები
 კონფლიქტის მართვა
 მოლაპარაკების ხელოვნება
 ემოციების მართვა
 განათლების მნიშვნელობა
 მშვიდობის მშენებლობა
თითოეულ თემაზე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ კომპეტენტური მოსაზრებები, ნახონ თემატური პრეზენტაციები და ფილმები, ჩაერთონ დისკუსიაში, გამოთქვან და დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრება.
სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მე -9, -10, -11, -12 კლასების მოსწავლეებს. შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

სარეგისტრაციო ბმული (რეგისტრაციის ვადები 7-25 ივნისი)

ზაფხულის დისტანციურ სკოლაში მონაწილეობა უფასოა.

საკონტაქტო ინფორმაცია : junior@tsu.ge

თარიღი: 07/06/2021