საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამედროვე ქართული ენის პრობლემები (საჯარო ლექცია)

თანამედროვე ქართული ენის პრობლემები

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე პროფ. გიორგი ალიბეგაშვილი და საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსი, თსუ   პროფ. თინათინ ბოლქვაძე მოსწავლეებთან გაიხსენებენ 1978 წლის 14 აპრილის ხალხმრავალ მანიფესტაციას, რომელმაც საბჭოთა მთავრობას უკან დაახევინა და სასურველი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში ვეღარ შეიტანეს, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის ფუნქციის წართმევას.

ისინი  დამსწრე საზოგადოებასთან ერთად თვალს გაადევნებენ იმ გზას, რომელიც ქართულმა ენამ გაიარა და განსაკუთრებით გაამახვილებენ ყურადღებას დღეს ქართული ენის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე; სპეციალურად იმსჯელებენ 2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის სტრატეგიაზე.

11 აპრილი, 16:00 საათი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის #202 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია

თარიღი: 05/04/2023