დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები განვითარების იმ ეტაპზე იმყოფებიან, როდესაც საჭიროა სწორი გადაწყვეტილების მიღება. პროფესიის სწორად არჩევა კი წარმატებული მომავლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი აგრძელებს წლების წინ დაწყებული პროფორიენტაციის შეხვედრებს იმ მოსწავლეთათვის, რომელთაც აქვთ კითხვები პროფესიული არჩევანის, საუნივერსიტეტო ცხოვრების, გამოწვევებისა და მოსალოდნელი განსხვავებების შესახებ. ინდივიდუალური კონსულტაციით მიიღებთ ინფორმაციას კარიერის სწორად დაგეგმვის კუთხით. ამასთან ჩვენი შეთავაზების ფარგლებში მიიღებთ უახლეს ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ. ჩვენ დაგეხმარებით გაანალიზოთ თქვენი სურვილები, განსაზღვროთ ძლიერი და სუსტი მხარეები, ერთმანეთს შეუსაბამოთ თქვენი უნარები და ინტერესები, შემდეგ კი მიიღოთ პროფესიული გადაწყვეტილება.
შეხვედრები ჩატარდება "Google Meet" საშუალებით, ყოველ ხუთშაბათს 15:00 საათზე.
დაინტერესებული მოსწავლეები დარეგისტრირდით
>> სარეგისტრაციო ბმული <<