საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღე (დისტანციური)

ძვირფასო მეგობრებო,
მოსწავლეებო - უმცროს და უფროსკლასელებო, მასწავლებლებო, მშობლებო, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გიწვევთ დისტანციურ ღია კარის დღეზე 8 ოქტომბერს 15:00 საათზე(რეგისტრაცია 23 სექტემბერი - 6 ოქტომბერი)!
https://zoom.us/j/94567051891
Meeting ID: 945 6705 1891
თქვენ გაეცნობით თსუ-ის „საბავშვო უნივერსიტეტს“, ჩვენი პროექტების თემატიკას, მუშაობის სტილს, წლევანდელ გეგმებს.
პროფორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის, „პროფორიენტირი“, ფარგლებში გამოგზაურებთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე, გაგაცნობთ საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც მომავალი პროფესიის არჩევაში დაგეხმარებათ.
იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იყოს, რომ ჩვენ შევძლოთ თქვენი ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილება, გთავაზობთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა, სადაც აღნიშნავთ: რა გაინტერესებთ, რომელ საკითხზე/ებზე გინდათ მოისმინოთ ინფორმაცია, რომელი პროფესიის არჩევას,
რომელი სპეციალობის დაუფლებას გეგმავთ, რომელ აქტუალურ საკითხებზე გინდათ განხილვასა თუ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება.
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და გვეწვიეთ დისტანციურ ღია კარის დღეზე!

სარეგისტრაციო ბმული


საუკეთესო სურვილებით,
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი

თარიღი: 23/09/2021