საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კლიმატის ცვლილება - წარსული, აწმყო და მომავალი (კურსზე რეგისტრაცია)

კლიმატის ცვლილებების შედეგები ათწლეულებისა და ასწლეულების განმავლობაში ხდება თვალსაჩინო. მუდმივი ტემპერატურული რეკორდები, ოკეანის დამთბარი წყალი, მსოფლიო ლიდერები კი იმდენად არიან შეშფოთებული, რომ ამ მოვლენებს „გლობალური დუღილის ერა“ უწოდეს.
რა უძღოდა გლობალური დათბობის მიმდინარე პროცესებს, რა ეტაპზე ვიმყოფებით დღეს და რას უნდა ველოდეთ მომავალში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებ პასუხებს, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ ლექციათა ციკლზე: "კლიმატის ცვლილება - წარსული, აწმყო და მომავალი.
თუ შენ ინტერესდები გარემოსდაცვითი საკითხებით, ეკოლოგიით, გეოგრაფიით. ეს შემოთავაზება შენთვის არის, დარეგისტრირდი და ერთად ვიმსჯელოთ.
1. ამინდი და კლიმატი
2. კლიმატთა  კლასიფიკაცია და კლიმატური დარაიონება
3. კლიმატის ცვლილება წარსულში
4. თანამედროვე გლობალური დათბობა
კურსს გაუძღვება თსუ ასოცირებული პროფესორი მარიამ ელიზბარაშვილი.

9 ნოემბრიდან, ყოველ ხუთშაბათს 16:00 საათზე.

>> სარეგისტრაციო ბმული << 

 

კურსის აქტიური წევრები მიიღებენ სერტიფიკატებს

 

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ junior@tsu.ge

 

თარიღი: 23/10/2023