საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი "ქიმია, როგორც შთაგონება" (უფროსკლასელთათვის)

კონკურსი უფროსკლასელთათვის

                                           ქიმია, როგორც შთაგონება

თუ გაქვთ გაბედული ფანტაზია, უფროსკლასელებო, ეს კონკურსი თქვენთვისაა:

ყველამ ვიცით, რომ ბუნების მშვენიერი სურათები, ადამიანის ამაღლებული გრძნობები, გმირული თავდადება და ა.შ. პოეტების, მწერლების, მხატვრების და ა.შ., ანუ, ხელოვანი ხალხის შთაგონების წყარო ხდება. ეხლა კი, შთაგონების წყაროდ ქიმიას გთავაზობთ.  თქვენ უკვე იცით, რას შეისწავლის ქიმია, რამდენად მნიშვნელოვანია ის სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისათვის, როგორ შესაძლებლობებს ქმნის ქიმიის მიღწევების გამოყენება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, და რა თქმა უნდა, აქ უამრავი  თემა მოიძებნება სამეცნიერო ესსეს, მოთხრობის, ან სულაც - ლექსის დასაწერად,  სურათის დასახატად ან  მხატვრული ფოტოს გადასაღებად.

შექმენით თქვენი ორიგინალური ნაშრომი ქიმიის თემაზე და თსუ საბავშვო უნივერსიტეტს გამოუგზავნეთ. ჩვენ რჩეულ ნამუშევრებს Facebook გვერდზე და თსუ-ის ჩვენს საიტზე ავტვირთავთ, თქვენთან ერთად დისტანციურად განვიხილავთ და ყველაზე საინტერესო ნიმუშებს ბროშურის სახით გამოვცემთ. ავტორები, რა თქმა უნდა ამ ბროშურას საჩუქრად მიიღებენ, ხოლო ის მონაწილე, ვინც ამ ბროშურაში ვერ მოხვდება - მონაწილის სერტიფიკატს მიიღებს.

გაითვალისწინეთ ჩვენი წესები:

·კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს მე-8 კლასიდან ზევით;

·წერილობითი ნაშრომის შრიფტი Sylfaen, ზომა 11, ინტერვალი 1.5 მმ;

·ნაშრომის მოცულობა არა უმეტეს: ესსე - 2 ნაბეჭდი გვერდი, მოთხრობა - 3 ნაბეჭდი გვერდი, ლექსი -1 ნაბეჭდი გვერდი;

·ნახატი ან ფოტო თითო ეკზემპლარი;

·ნაშრომს თან უნდა ახლდეს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი;

·ნაშრომები გამგვიგზავნეთ ელ.მისამართზე juniorplus@tsu.ge subject მიუთითეთ #ქიმიაშთაგონება

·ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადა - 20 იანვარი, 18.00 სთ.

აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში წარმოდგენილი ნაშრომი არ განიხილება.

დისტანციური შეხვედრის თარიღი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

საკონტაქტო პირი: დოქტ. ელიზა მარქარაშვილი, ტელ. 599398695

თარიღი: 17/11/2022