საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მოსწავლეები ადამიანის უფლებების დასაცავად (მესიჯების კონკურსი)

მოსწავლეები ადამიანის უფლებების დასაცავად 
ძვირფასო მეგობრებო,
10 დეკემბერი არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დღე (მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს). ეს დეკლარაცია წარმოადგენს კაცობრიობის უმაღლეს მიღწევას ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. გვინდა ჩვენც შევუერთდეთ ამ ძალისხმევას.
მოგიწოდებთ საქართველოს ყველა მოსწავლეს, 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, საჯარო თუ კერძო სკოლის, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვ. - შეადგინოთ მოკლე მესიჯი ადამიანის უფლებათა დაცვის მოწოდებით და  გამოგვიგზავნეთ თქვენი მესიჯი ქვემოთ მითითებულ ელ.მისამართზე. 
მიიღეთ მონაწილეობა მოსწავლეთა დისტანციურ კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების თარიღს. საუკეთესო ტექსტები ბროშიურის სახით გამოიცემა და გაეგზავნება გაეროსა და იუნესკოს შტაბ-ბინებს. თითო ეკზემპლარს მესიჯის ავტორებიც მიიღებენ.

გაითვალისწინეთ: 
მესიჯი არ უნდა შეიცავდეს 20 სიტყვაზე მეტს.
ტექსტი უნდა შესრულდეს Sylfaen შრიფტით, ზომა 11, უნდა ახლდეს ავტორის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ელ.მისამართი.
მესიჯს გამოგზავნით ელ. მისამართზე juniorplus@tsu.ge 
მესიჯის გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 დეკემბერი, 18.00 სთ.
მესიჯების ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დისტანციურ კონფერენციაში, რომლის თარიღს, საათს და ზუმის ID მისამართს თქვენს  მიერ მითითებულ ელ. მისამართზე შეგატყობინებთ.  

თარიღი: 21/11/2022