საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მსოფლიო ოკეანის დეკადა (ვორქშოპი მოსწავლეებისათვის)

სკოლის მოსწავლეებს (VIII-XIIკლ) გიწვევთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროგაერთიანების (EU) და შავი ზღვის აუზის პროგრამის (EU’s Joint Operational Cross-Border Cooperation Programme BSB 2014 – 2020) ეგიდით მიმდინარე პროექტების “Black Sea CONNECT” და “RedMarLitter BSB552” ფარგლებში ორგანიზებულ საგანმანათებლო დანიშნულების ვორქშოპზე ( Training workshop), რომელიც ეფუძვნება შავ ზღვაზე სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგის (SRIA) შესაბამისად ცოდნის გავრცელებას და შემუშავებული საზღვაო მყარი ნარჩენების კვლევების ინოვაციური მეთოდოლოგიის წარდგენას.
შეხვედრა ეძღვნება 2021 წლის პირველი ივნისიდან გაეროს მიერ ინიცირებული მსოფლიო ოკეანის დეკადის (2021-2030) დაწყებას.
შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 18 ივნისს, დასაწყისი 14.00 სთ-ზე.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შეხვედრას ექნება კომბინირებული ფორმატი. ნაწილის ჩართვა განხორციელდება საკონფერენციო დარბაზიდან, ნაწილის კი ვირტუალურად, სათანადო პლატფორმის საშუალებით. (შერჩეულ მოსწავლეებს ეცნობებათ მათი დასწრების მიხედვით მისამართი/Zoom ID)
თქვენი მონაწილეობა დაგეგმილ შეხვედრაში მნიშვნელოვანი და ღირებულია.

სარეგისტრაციო ბმული

 

თარიღი: 14/06/2021