საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო ლექცია "8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე"

 

უფროსკლასელების საყურადღებოდ

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის და ამ ბრძოლაში მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვებების სიმბოლოა.

როდის დაიწყო ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა, როგორი იყო მე-20 საუკუნეში საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, როგორ იყო საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ქალთა უფლებები დაცული, როგორ ვიცავთ დღეს ქალთა უფლებებს?

გთავაზობთ, 10 მარტს, 16.00 სთ-ზე მონაწილეობა მიიღოთ ამ საკითხებისადმი მიძღვნილ დისტანციურ(zoom) შეხვედრაში.  ლექციას წაიკითხავს თსუ პროფესორი, ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე. ლექციის შემდეგ ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა გააცნოს დამსწრეებს საკუთარი აზრი, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში.

შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, გაიაროთ >> რეგისტრაცია <<

რეგისტრირებულ მოსწავლეებს საკონტაქტო ელ.ფოსტაზე დაგეგზავნებათ Zoom ID.

 

 

* მონაწილეობა შეუძლია საჯარო თუ კერძო სკოლის VII-XII კლასის ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს 

თარიღი: 01/03/2023