საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ყველაფერი საჯარო საუბრის შესახებ

სასარგებლო რჩევები უფროსკლასელთათვის

სპიკერი: ნატა ასათიანი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი | კომუნიკაციის სპეციალისტი

„როგორ უნდა დავიწყო საუბარი?“;
„დააინტერესებთ მსმენელებს ის, რაზეც მე ვსაუბრობ?“;
„შეამჩნევენ როგორ მიცემს გული და როგორ ვღელავ?“
თუ ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ მსგავს საკითხებზე, საჯაროდ საუბრის
ხელოვნებაში გარკვევა ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს.
ჩვენ ხშირად გვესმის ისტორიები გამორჩეული ორატორების შესახებ და ცოტამ თუ იცის,
რომ კარიერის დასაწყისში ისინიც ღელავდნენ და მათაც ბევრი იშრომეს საჯაროდ
საუბრის უნარის გაუმჯობესებისთვის. ეს ყველას შეუძლია!
სწორი მიდგომითა და ვარჯიშიც შესაძლებელია საზოგადოების წინაშე საუბარი ვაქციოთ
არა ნერვიულობის, არამედ სიამოვნების წინა პირობად.
შეხვედრაზე განვიხილავთ:
 საჯარო გამოსვლისა თუ პრეზენტაციის აგების თავისებურებებს;
 ნერვიულობის დაძლევის სტრატეგიებს;
 არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობას.

 

შეხვედრა დისტანციურ  ფორმატში ჩატარდება 24 ნოემბერს 15:00 საათზე Zoom პლატფორმის გამოყენებით.

რეგისტრირებულებს zoom ID მოგივათ თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე.

>> სარეგისტრაციო ბმული <<

საკონტაქტო junior@tsu.ge  | 597222616

თარიღი: 02/11/2022