საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

    დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
    #29/23-01                                              28. 12. 2012

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ,,უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით". აღნიშნულის ორგანიზებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის
    ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
    1.    გამოცხადდეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის წარმართვისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მოწვევის კონკურსი (შერჩევის პროცესი) 2013 წლის 3 იანვარს;
    2.    შეიქმნას საკონკურსო კომისია  2013 წლის 8-11 იანვარს;
    3.    კონკურსანტმა   დეკანის #26 ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები:  განცხადება დეკანის სახელზე, ავტობიოგრაფიული რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (არსებობის შემთხვევაში), ცნობა სხვა უნივერსიტეტ(ებ)ში აკადემიური დატვირთვის შესახებ წარმოადგინოს 2013 წლის 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკუკტეტის კანცელარიაში;
    4.    განხორციელდეს  საკონკურსო საბუთების განხილვა, კონკურსანტთან გასაუბრება და ერთიანი ბაზის ფორმირება 2013 წლის 16-25 იანვარს;
    5.    გამოცხადდეს კონკურსის შედეგები 2013 წლის 28 იანვარს;
    6.    ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
    7.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


    ეკონომიკისა და ბიზნესის
    ფაკულტეტის დეკანი                                                 აკაკი ხელაძე