საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების საერთაშორისო აღიარება

    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: ქეთი გზირიშვილი, მაია ამბარცუმოვა, ნათია გოგუაძე, გვანცა ხოსიაშვილი და ია მიქიაშვილი, მონაწილეობდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 2021 წლის გლობალურ სტუდენტური ლიგის (UNWTO Students’ League) ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში. მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან რეგისტრირებული 1000 სტუდენტიდან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდმა დაიკავა მე-7 ადგილი. სტუდენტებმა მრავალეტაპიანი კონკურსის ფარგლებში წარადგინეს ,,მაროკოში ტურისტული დანიშნულების ადგილის სტრატეგიული განვითარების და მიწოდების ჯაჭვის ციფრული ტრანსფორმაციის გეგმა“.

    https://www.unwto.org/students-league-platform/results/global/2020-2021/10/

    თარიღი: 23/07/2021