ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 2026 წლის 22 იანვარს, გაიმართა 2025 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. პრეზენტაციას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე.
პროგრამის შესაბამისად, სულ წარმოდგენილ იქნა 8 მოხსენება, შემდეგ თემებზე:
1. „საქართველოში სტუდენტთა მიერ თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარების ეკონომიკურსტატისტიკური კვლევა“- ხელმძღვანელი პროფესორი სიმონ გელაშვილი. მომხსენებლები: პროფესორი სიმონ გელაშვილი, დოქტორანტი ანა ვარამაშვილი.
2. „სტაბილური ეკონომიკური უსაფრთხოების განმსაზღვრელი ეკონომიკური დიპლომატია“ - ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ გველესიანი. მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი.
3. „რეგიონული ინტეგრაციის პროცესებში საქართველოს მონაწილეობის თანამედროვე პრიორიტეტები“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე. მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე.
4. „მდგრადი ურბანიზაციის გავლენა სოციალური და ეკოლოგიურ ინდიკატორებზე: ემპირიული კვლევა საქართველოს რეგიონების მაგალითზე“- ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ლია თოთლაძე. მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი ლია თოთლაძე.
5. „ციფრიზაციის გავლენა საერთაშორისო ვაჭრობაზე გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით“ - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი. მომხსენებლები: ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი, დოქტორანტი ირაკლი გაზდელიანი.
6. „საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ევოლუცია და განმსაზღვრელი დეტერმინანტები - ხელმძღვანელი პროფესორი თემურ შენგელია. მომხსენებლები: პროფესორი თემურ შენგელია, დოქტორანტი მარიკა გოგუაძე.
7. „ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობები MMT-ის (თანამედროვე მონეტარული თეორიის) გარანტირებული დასაქმების (JG) კონცეფციის გათვალისწინებით - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩიქობავა. მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩიქობავა
8. „გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე: გამოწვევები და მულტილატერალიზმის მომავალი” - ხელმძღვანელი პროფესორი ეთერი ხარაიშვილი. მომხსენებელი: პროფესორი ეთერი ხარაიშვილი.
მოხსენებებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. 2026 წლისთვის, კვლავ გამოცხადდა კონკურსი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად.













