ანტიკორუფციული ბიუროს ინიციატივით, თსუ იურიდიულმა ფაკულტეტმა, აკადემიური წრის წარმომადგენლების, ესპანელი ექსპერტებისა და სტუდენტების შეხვედრას უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა: ანტიკორუფციული პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და აკადემიური წრის ჩართულობის მნიშვნელობა კორუფციის პრევენციისთვის. ესპანელმა და ქართველმა ექსპერტებმა საკუთარ გამოცდილებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რაჟდენ კუპრაშვილი - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი; თამთა კაჭკაჭიშვილი - ბიუროს უფროსის მოადგილე; ანა კალანდაძე - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე; პროფესორი ირმა ხარშილაძე - თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ასისტენტ პროფესორი გიორგი დგებუაძე - თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ჯ. სანტიაგო ტორეს პრიეტოსი - ყოფილი მოსამართლე კორუფციასთან და სხვა ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის (G.R.E.C.O) ყოფილი ექსპერტი, Torres & Oliva Legal Advisory-ის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი; ჰოსე მარია ამენიერო - Torres & Oliva Legal Advisory-ის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი; თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი პაატა ტურავა და ეკა ქარდავა - საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი.