საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ჟან მონეს სამაგისტრო მოდული - „ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“

     

     

    „ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“ (ECCLAP)

     

    2024-2026 წლებში, ევროკავშირის Erasmus+ (Jean Monnet) პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი ახორციელებს ჟან მონეს მოდულს - „ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“ (European and Comparative Competition Law and Policy - ECCLAP).

     

    მოდული ფოკუსირდება კონკურენციის სამართლითა და პოლიტიკით დაინტერესებულ მაგისტრანტებზე. მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება ასევე თავისუფალია კონკურენციის სამართლით დაინტერესებული აკადემიკოსებისა და პრაქტიკოსებისთვის.

     

    მოდულის ფარგლებში გთავაზობთ:

    • მაგისტრატურის სასწავლო კურსს „ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი“ (6 კრედიტი; 30 საკონტაქტო საათი/ლექცია + 30 საათი ტრენინგი)
    • ვებინარების სერიას კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე (4 ვებინარი სემესტრში, 1.5 საათის ხანგრძლივობით)
    • დისკუსიებს კონფერენციებისა და მრგვალი მაგიდის ფორმატში, ქართული კონკურენციის სამართლის თანამედროვე გამოწვევებზე (1 კონფერენცია/მრგვალი მაგიდა წელიწადში, 4-6 საათის ხანგრძლივობით)
    • იმიტირებული სასამართლო პროცესების სერიას ევროპულ და შედარებით კონკურენციის სამართალში (1 იმიტირებული სასამართლო პროცესი წელიწადში, 2-4 დღის ხანგრძლივობით)

     

    მოდულს უძღვება სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) კონკურენციის სამართლის ლექტორი და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი - დოქტორი ლიანა ჯაფარიძე. ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ელ-ფოსტით მიღების მსურველებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ მოდულის კოორდინატორს ელ-ფოსტაზე liana.japaridze@tsu.ge

    თარიღი: 23/09/2024