საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სამართლის დოქტორ პროფ. ირაკლი ბურდულს პომერანიის სლუპსკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

     

    2024 წლის 18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორს, სამართლის დოქტორს, ბატონ ირაკლი ბურდულს სამართლის მეცნიერების განვითარებასა და პომერანიის სლუპსკის უნივერსიტეტის აკადემიურ წინსვლაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მიენიჭა სლუპსკის პომერანიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

     

    პროფესორი ირაკლი ბურდული პირველი ქართველი იურისტი მეცნიერია, რომელსაც სლუპსკის უნივერსიტეტისა და ზოგადად პოლონეთის ისტორიაში მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. ღონისძიებას თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. თამარ ზარანდია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, თსუ - სა და ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის ასოც. პროფ. ლელა ჯანაშვილი, საქართველის მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ქართული და უცხოური საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    თარიღი: 30/10/2024