საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სირაკუზის ინსტიტუტის წარმომადგენლების სემინარი

    თსუ ევროკლუბი გიწვევთ თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (EU Neighbours East) თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებულ სემინარზე: „საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოწვევები კომპლემენტარულობის პრინციპთან მიმართებით“, რომელსაც გაუძღვებიან სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი ჟან-ფრანსუა ტონი და ამავე ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ფილიპო მუსკა.

     

    აღნიშნული სემინარი ხორციელდება თსუ იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტსა და სირაკუზის ინსტიტუტს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში. ამასთან, ინსტიტუტებს შორის დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მეტი აქტივობის განხორციელებას.

     

    სემინარის ფარგლებში დამსწრეები მიიღებენ ინფორმაციას საერთაშორისო და შედარებითი სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულების, სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ, ასევე შეიტყობენ მეტს საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოწვევების შესახებ კომპლემენტარულობის პრინციპთან მიმართებით.

     

    თარიღი: 2024 წლის 25 მარტი, 13:00 საათი.

     

    ადგილი: თსუ, II კორპუსი, 119-ე აუდიტორია.

     

    გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/FMFLdjEWhRkYFd2g7

    თარიღი: 25/03/2024