საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სემინარი თემაზე: „Web3-ის იურიდიული ასპექტები“

    2023 წლის 18 დეკემბერს თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა უმასპინძლა სასერტიფიკატო სემინარს თემაზე: „Web3-ის იურიდიული ასპექტები“. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სემინარს, რომელიც გაიმართა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, CryptoEthica-სა და Legal Lab Georgia-ს თანამშრომლობით.

     

    დარგის ექსპერტებმა განიხილეს ბლოკჩეინისა და კრიპტო რეგულაციის საკითხები. ღონისძიებას უძღვებოდნენ:

    - არჩილ ჩოჩია, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი;

    - არტემ ბოიარჩუკი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი;

    - ვახტანგ ჩხენკელი, CryptoEthica, ესტონეთი;

    - ანნა აგუ, Lex Law, ესტონეთი.

     

    თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი მიესალმება და მხარს უჭერს ინოვაციების ინტეგრირებასა და გაცნობას საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ ბლოკჩეინისა და კრიპტო რეგულაციის საკითხებს დღემდე თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის არაერთი მაგისტრანტი და დოქტორანტი იკვლევს. შესაბამისად, აღნიშნული სემინარი ხელს შეუწყობს სიახლეების გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას.

    თარიღი: 18/12/2023