გაცნობებთ რომ USAID/PROLoG ამა წლის 14 და 18 ივლისს ატარებს ტრენინგს სამართლებრივი წერის მეთოდებში.
14 ივლისი - ტრენინგი სტუდენტებისთვის (ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის ან/და მაგისტრატურის სტუდენტები)
18 ივლისი - ტრენინგი პროფესორებისთვის
თანდართულია შესაბამისი დღის წესრიგი. ტრენინგის ჩატარების ზუსტი ლოკაცია ამ დღეებში დაზუსტდება.
ტრენინგში მონაწილების სურვილის გამოთქმა შესაძლებელია შემდეგ იმეილზე:
info.prolog@ewmi.org
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და თითოეულ ტრენინგზე წარმოადგენს 15 მონაწილეს.
ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 ივლისი, 18:00 საათი