საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ! 

    მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!

    გაცნობებთ, რომ მიმდინარე სემესტრის 4 ოქტომბრიდან თსუ მედიცინის ფაკულტეტზე სწავლა გაგრძელდება ჰიბრიდული ფორმით.

     

    იმისათვის, რომ თქვენ საშუალება გქონდეთ დაესწროთ როგორც სააუდიტორიო მეცადინეობებს უნივერსიტეტში, ისე კლინიკურ მეცადინეობებს თსუ მედიცინის ფაკულტეტთან აფილირებულ სამედიცინო დაწესებულებებში, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 სექტემბრის N 459 დადგენილების შესაბამისად, სტუდენტი ან უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული, ან უნდა უზრუნველყოს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენა კვირაში ერთხელ, ან ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ უნდა იყოს გასული 6 თვეზე მეტი (რის შესახებ სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა).  

     

    დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ აიღოთ კოვიდ პასპორტი ნებისმიერი იუსტიციის სახლში, ან იმ დაწესებულებაში, სადაც აიცერით, ან უშუალოდ შემდეგი პორტალიდან: https://covidpass.moh.gov.ge/

     

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი რეკომენდაციები, რათა 4 ოქტომბრიდან  შეუფერხებლად  შეძლოთ აუდიტორიულ და კლინიკურ სწავლებაში მონაწილეობის მიღება. 

     

    მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია

    თარიღი: 23/09/2021