საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს

    ცხადდება კონკურსი 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად.

     

    სტიპენდიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადები წარმოადგინეთ  5 მაისიდან 12 მაისის  ჩათვლით დეკანატში, ოთახი #324.

    ქაღალდური ვერსია:

    შევსებული განცხადება ;

    პირადობის მოწმობის ასლი (ვადიანი) ;

    საბანკო ანგარიშის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან (პირადი საბანკო ანგარიშის ნომრის   გასაგებად დაუკავშირდით საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს და წარმოადგინეთ ამონაწერი)

    ელ.ვერსია  ფოსტაზე tsiala.giorgadze@tsu.ge ცალკეული ფაილების სახით შემდეგი დასახელებით:

    გვარი_სახელი (პირადობის მოწმობა);

    გვარი_სახელი (ანგარიშის ნომერი);

    სტუდენტს შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვ.)  დოკუმეტაციაში გარკვევით იყოს მითითებული კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების ან გამოსაქვეყნებლად მიღების თარიღი.

    ელ.ვერსიით გაგზავნის შემდეგ დაელოდეთ წერილობით დასტურს, პრობლების შემთხვევაში დაუკავშირდით ადრესატს მომდევნო დღეს (ციალა გიორგაძე   - 595-92-93-85,  ან  597 552 592).

     

    დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუს მეილიდან.

    დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!

    ზემოთ მითითებული დოკუმენტების გარეშე განაცხადი არ მიიღება!!!

     

    განაცხადის ფორმა

    დანართი

    ბრძანება

                                                                                                                                                                  

    თარიღი: 05/05/2023