საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ფრანკოფონული უნივერსიტეტის სააგენტოს პროექტი მედიცინის ფაკულტეტზე (AUF)

    2024 წლის 18 ივლისს თსუ მედიცინის ფაკულტეტზე ჩატარდა ფაკულტეტზე მიმდინარე ფრანკოფონული უნივერსიტეტის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საერთაშორისო კვლევითი ქსელი ჯანმრთელობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე კლიმატის ცვლილების კონტექსტში (ReSanClim)’’ შესახებ მეორე საინფორმაციო შეხვედრა. პროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებების ზეგავლენის შესწავლას სასმელი წყლის მინერალურ შემადგენლობაზე და შეცვლილი შემადგენლობის გავლენას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ პროექტის ძირითადი აქტივობები განხორციელდა პროექტის კოორდინატორი ინსტიტუტის ნიკოლაე ტესტემიტანუს სახელობის მედიცინისა და ფარმაციის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ (პროექტის კოორდინატორი: პროფ. ელენა სიობანუ), კერძოდ მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელდა წყლის ნიმუშების შეგროვება და ტრანსპორტირება ლაბორატორიაში, გარემო ფაქტორების კვლევა (სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზი მინერალიზაციის პარამეტრებზე, ორგანული ნივთიერებებით დაბინძურება), მონაცემთა ბაზის შემუშავება შესწავლილი პარამეტრებით.

     

    პროექტით განსაზღვრულია შედეგების დისემინაცია და პუბლიკაციები. პროექტის შესახებ დისემინაციის  სემინარი ჩაატარა პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ, სემინარს ესწრებოდნენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები, აკადემიური და მოწვეული პერსონალი.   

    თარიღი: 18/07/2024