სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი შეიქმნა 2005 წელს. თუმცა, მასში შემავალი ცალკეული სპეციალობები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების პირველივე წლებიდან ისწავლება. ფაკულტეტზე ექვსი მიმართულებაა: პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია და სოციალური მუშაობა, საზოგადოებრივი გეოგრაფია, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია და ინტერდისციპლინური, სადაც სტუდენტებს სთავაზობენ 7 საბაკალავრო, 16 სამაგისტრო (მათ შორის 1 ინგლისურენოვანი და 1 ინგლისურენოვანი ქართული კომპონენტებით) და 11 სადოქტორო პროგრამას.
ფაკულტეტზე სწავლობს 3000-მდე სტუდენტი, რომელთა უმეტესი ნაწილი ფლობს სრულ, ან ნაწილობრივ სახელმწიფო გრანტს.