საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები 2021“ -ის კონკურსის შედეგები

    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით (N: 11/30, 01/06/2021) გამოცხადებულ „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები 2021“-ის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ექვსი საპროექტო წინადადება.

     

    საკონკურსო კომისიამ რეკომენდაცია გაუწია შემდეგი პროექტების დაფინანსებას:

    „საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გეოგრაფიული თავისებურებები;“ ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი გოგსაძე, ბიუჯეტი: 8 840 ლარი;

    „პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური სპექტრი თანამედროვე საქართველოში;“  ხელმძღვანელი: პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე, ბიუჯეტი: 11 380 ლარი;

    "განქორწინების გავლენა შემდგომი თაობის დამოკიდებულებებზე ოჯახის ინსტიტუტის მიმართ;" ხელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი შორენა თურქიაშვილი, ბიუჯეტი: 5200 ლარი;

    ორ საპროექტო წინადადებაში დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზების გამოსასწორებლად, პროექტების ხელმძღვანელებს მიეცათ 1 კვირა.

    ერთ საპროექტო წინადადებას საკონკურსო კომისიამ არ მისცა დაფინანსების რეკომენდაცია.

     

    საკონკურსო კომისია

    თარიღი: 28/06/2021