საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    უმაღლესი განათლების შესახებ საქართველო კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერბის მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 09 ივნისის N49/2014   და 2017 წლის 17 მაისის 54/2017 დადგენილების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 27 ივნისის სხდომაზე N6 ოქმით დამტკიცებული „ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების შერჩევის კრიტერიუმებისა და ვადების განსაზღვრის წესი“- ის საფუძველზე.

     

    ვბრძანებ:

     

    1. დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების      შერჩევის     განმხილველი     კომისია     შემდეგი შემადგენლობით:
      1. ლილი ხეჩუაშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხსი მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
      2. მანანა მელიქიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
      3. ქეთევან ჭკუასელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
      4. თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საბაკალვრო პროგრამების „ფსიქოლოგია“ და „ოკუპაციური თერაპია“ ხელმძღვანელი;
      5. თამარ ხიდაშელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი.
    2. კომისია უფლებამოსილია ბრძანების გამოცემიდან 2 წლის განმავლობაში.
    3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.
    4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
    5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.