საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    კონკურსი დოქტორანტთა ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად

    თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტი  აცხადებს  კონკურსს  

    დოქტორანტთა  საუნივერსიტეტო  დაფინანსების  მოსაპოვებლად

     

    კონკურსის  მიზანი:

    თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  5  დოქტორანტის  ერთი  სასწავლო  სემესტრის  დაფინანსება.

    კონკურსის  სამიზნე  ჯგუფი:   

    თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის -  II, III, IV, V­,­ VI სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტები.

    კონკურსში  მონაწილეობას  ვერ  მიიღებენ:

    • პირველი  და  დამატებითი  სემესტრის  დოქტორანტები;
    • დასაფინანსებელ  სემესტრში  სტატუს შეჩერებული  დოქტორანტები;
    • დოქტორანტები,  რომლებსაც   არ  აქვთ  დაფარული  წინა  სემესტრის  სწავლის  საფასუ­­­რი;
    • დოქტორანტები,  რომლებიც ფინანსდებიან  საგრანტო  პროექტის  ფარგლებში;
    • დოქტორანტები,  რომლებიც  ფინანსდებიან  რომელიმე  ორგანიზაციის. ფონდის მიერ.

     

    სავალდებულო  დოკუმენტაცია:   

    დოქტორანტმა  ფაკულტეტის კანცელარიის  ელექტრონულ    მისამართზე - chancellery.pes@tsu.ge - (07. 04. 2025– 15.04. 2025) უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი  დოკუმენტები:

    • განაცხადი  კონკურსში  მონაწილეობის  შესახებ  (დანართი 2);
    • ავტობიოგრაფია  (CV);
    • სამეცნიერო  პუბლიკაციების,  განხორციელებული  სამეცნიერო  –კვლევითი, კვალიფიკაციის  ასამაღლებელი  და  სასწავლო  აქტივობების  ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული; დანართი 1 / შევსებული ცხრილი - მათი დამადასტურებელი­ დოკუმენ­ტა­ც­ი­ით; მინიმალური საკონკურსო ქულა -25). კოლოკვიუმის  ფარგლებში განხორციელებული  აქტივობის  დასადასტურებლად  ცნობის  წარმო-დ­გენა  არ  არის  სავალდებულო;
    • სამეცნიერო  ხელმძღვანელის  შუამდგომლობა;
    • ცნობა  სტუდენტის  სტატუსის  შესახებ;
    • ამონაწერი  სტუდენტის  ბარათიდან  GPA-ის  მითითებით.

    მარეგულირებელი  დოკუმენტი:  დეკანის ბრძანება

    თარიღი: 04/04/2025