საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის №31 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ N1 დანართის  მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა, უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 30 ივნისის N100/01-01ბრძანების „სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ და რექტორის 2015 წლის 30 ივნისის N101/01-01ბრძანების „სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“   საფუძველზე,
    ვბრძანებ:

    1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
    1) თამარ მოკვერაშვილი – აპარატის უფროსი
    2) გვანცა ჭანტურია – უფროსი სპეციალისტი
    3) გიორგი პაპუაშვილი – უფროსი სპეციალისტი.
    2. საკონკურსო დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2015 წლის 31 ივლისდან  2015 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით,  09:30 -დან 18:00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №1(თსუ-ს I კორპუსი), II სართული, ოთახი  №207.
    3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
    4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
    5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა 
    ფაკულტეტის დეკანი                                       / დარეჯან თვალთვაძე/