საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის VIII სემესტრის სტუდენტების  მარიკა ლომიძის და ნინო ველთაურისა   განცხადებების (N2930, N2950) საფუძველზე,

    ვბრძანებ:

    1.    შეიქმნას  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისია, რათა ხელახლა შესწორდეს საგნის „მხატვრული სტილისა და სტილისტიკის საკითხები“ განმცხადებელი სტუდენტების საფინალო საგამოცდო ნაშრომები.

    2.    სააპელაციო კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:

    1)    ირმა რატიანი – კომისიის თავმჯდომარე
    2)    რამაზ ჭილაია
    3)    სოსო ტაბუცაძე
    3.    სააპელაციო კომისიის მუშაობის  შედეგები წერილობითი სახით წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში არაუგვიანეს 2014 წლის 1 აგვისტოს.
    4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
    5.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
    6.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
    ფაკულტეტის დეკანი                                / დარეჯან თვალთვაძე/