საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    დავით ჩიკვაიძის საჯარო ლექცია

    23 მაისს, 14 საათზე, თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში, ჩატარდება საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მრავალმხრივი გამოცდილების მქონე დიპლომატის დავით ჩიკვაიძის საჯარო ლექცია:  „მრავალმხრივი დიპლომატია „ნაციონალური ეგოიზმის“ ხანაში“.

    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ინიციატივით, ლექცია გაიმართება ქართულ ენაზე. დავით ჩიკვაიძე, ასევე, ისაუბრებს  ფრანგული ენის მნიშვნელობაზე თანამედროვე დიპლომატიაში და, დისკუსიის ფორმატში, გაგვიზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას საერთაშორისო დიპლომატიის სფეროში.

    დასწრება თავისუფალია!

    თარიღი: 20/05/2025