საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების კათედრის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ლიტერატურა, თარგმანი, იდენტობა: თანამედროვე ჰუმანიტარული დისკურსები

თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების კათედრის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ლიტერატურა, თარგმანი, იდენტობა: თანამედროვე ჰუმანიტარული დისკურსები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი  და ოთარ ბაქანიძის სახელობის უკრაინისტიკის საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი 2026 წლის 30 მარტს  გამართავენ  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: ლიტერატურა, თარგმანი, იდენტობა: თანამედროვე ჰუმანიტარული დისკურსები, რომელიც მიეძღვნება თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების კათედრის 50-ე წლისთავს.

 კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს თემატური სექციები, მრგვალი მაგიდა, ჩატარდება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და  კონკურსი საუკეთესო პოეტურ    თარგმანზე.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 20 თებერვლამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: translation@tsu.ge

 

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 

  • ლიტერატურის თეორია და ინტერპრეტაციის თანამედროვე მოდელები;
  • ტექსტი, ინტერტექსტუალობა და ინტერმედიალობა;
  • ლიტერატურა და მეხსიერება: ტექსტის დროითი და კულტურული ფენები;
  • ენა, ნეოლოგიზმი და ლექსიკური ექსპერიმენტი;
  • თარგმანი და ლიტერატურა როგორც დიალოგი კულტურებს შორის;
  • ტექსტი და რეალობა: დოკუმენტური, ისტორიული და ფიქციური  საზღვრები
  • ტექსტი და მედია: სიტყვიდან ვიზუალურ კულტურამდე

 

კონფერენციის  ჩატარების ადგილი: 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

საქართველო 

ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

 

რეგლამენტი:
       მოხსენება – 20 წუთი;

       მსჯელობა – 10 წუთი;

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

·კონფერენციის ჩატარების თარიღი: 30-31 მარტი  2026

·თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 20 თებერვალი, 2026

·ქართულენოვანი თეზისების მოცულობა: 300 სიტყვა; ინგლისურენოვანი თეზისების მოცულობა: 300 სიტყვა;

 

 

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 

I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ.#1, ოთახი  204, თბილისი, საქართველო.

საკონტაქტო პირები: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი,   პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი   

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი,  ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი,

უკრაინისტიკის ცენტრის თანამშრომლები: ივანე მჭედელაძე, ნინო ნასყიდაშვილი, სოფიო ჩხატარაშვილი

იხ. თეზისების გაფორმების წესი:

თარიღი: 18/11/2025