ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2023 წლის 26-27 აპრილს გამართავს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 147-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 2023 წლის 25 მარტამდე ხელმძღვანელის რეკომენდაცია და თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: research.humanities@tsu.ge (საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტ. ნათია ფუტკარაძე).
იმუშავებს შემდეგი სექციები:
- ისტორია
- ენათმეცნიერება
- ლიტერატურათმცოდნეობა
- კავკასიოლოგია
- ფილოსოფია
- ეთნოლოგია
- არქეოლოგია
- კულტურის კვლევები
- ხელოვნებათმცოდნეობა
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.