ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი 2025 წლის 8-10 დეკემბერს გამართავს მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმს: „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“, რომელიც ეძღვნება ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის დაბადებიდან 75-ე წლისთავს.
სიმპოზიუმი გაიხსნება 8 დეკემბერს, 12.00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში.
დამატებითი ინფორმაცია იხ. პროგრამაში.