ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი 10 ოქტომბერს გამართავს პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე რესპუბლიკურ სემინარს - პორტრეტის ფუნქცია მხატვრულ ტექსტში.
ღონისძიება გაიხსნება 11.00 საათზე, თსუ მუზეუმში.