საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სტუდენტთა I ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა 2023 წლის 23-24 ივნისს აწყობს სტუდენტთა I ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციას, სადაც მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

     

    მოხსენება უნდა ეხებოდეს მსოფლიოს და/ან საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხებს.

     

    კონფერენციის მსვლელობისას შერჩეული მოხსენებები ჯერ ელექტრონული, ხოლო შემდეგ ბეჭდური სახით გამოქვეყნდება კონფერენციის მასალებში.

     

    კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 5 ივნისამდე უნდა გამოგზავნონ მოხსენებათა თეზისები და მეცნიერ-ხელმძღვანელების დასკვნა-რეკომენდაცია ელექტრონულ ფოსტაზე worldhistory@tsu.ge.

     

    კონფერენციაზე მოხსენებები შეირჩევა ფარული რეცენზირებით.

     

    თეზისების გაფორმების წესი:

    1. თეზისების სათაური ქართულად;
    2. ავტორის სახელი და გვარი ქართულად;
    3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად;
    4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად;
    5. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად;
    6. თეზისების ძირითადი ტექსტი ახალი გვერდიდან ქართულად (MS Word-ის ფორმატით, შრიფტი – Sylfaen ან Calibri);
    7. თეზისის მოცულობა: 300-500 სიტყვა;
    8. გამოყენებული ლიტერატურის სია.

     

    მოხსენებათა თეზისებს ცალკე დოკუმენტად თან უნდა ახლდეს მეცნიერ-ხელმძღვანელის დასკვნა. მეცნიერ-ხელმძღვანელი შეიძლება იყოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალი, დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი და დოქტორანტი. 

     

    საორგანიზაციო კომიტეტი:

    პროფესორი თეიმურაზ პაპასქირი
    ასოცირებული პროფესორი ია ხუბაშვილი
    ასისტენტ-პროფესორი ზაალ გოგენია
    ისტორიის დოქტორი მიხეილ ქართველიშვილი
    ისტორიის დოქტორი კახაბერ ყალიჩავა
    დოქტორანტი ირაკლი ალიმბარაშვილი
    დოქტორანტი გიორგი არქანია
    დოქტორანტი პავლიკა ჯაგუნავა
    დოქტორანტი ირაკლი ნოდია

    თარიღი: 24/04/2023