საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    წიგნის პრეზენტაცია - საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად

    2021 წელს სრულდება 30 წელი საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. აღნიშნული მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად საქართველოში საბერძნეთის საელჩო გეგმავს არაერთი ღონისძიების გამართვას და მათ შორის ერთ-ერთი გაიმართება თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

     

     2022 წლის 7 აპრილს,18:30 საათზე შედგება მედეა აბულაშვილისა და ეკა ჭყოიძის წიგნის პრეზენტაცია: „მეტყველი მარმარილოები“ (ეპიზოდები ქართულ-ბერძნული ურთიერთობის ისტორიიდან.  XIX-XX საუკუნეები - ესეების კრებული). წიგნი 2021 წელს გამოიცა საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ მიერ და მას უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა საბერძნეთის პრესაში. იგეგმება წიგნის პრეზენტაცია საბერძნეთშიც.

     

    ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან საქართველოში საბერძნეთის საელჩო და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი. პრეზენტაციასექნებასაქველმოქმედოხასიათი. შესაძლებელიიქნებაროგორც "მეტყველიმარმარილოების", ისეპროგრამა "ლოგოსის" ზოგიერთისხვაგამოცემისშეძენადაშემოსულითანხაგადაირიცხებაუკრაინისმხარდაჭერისფონდში. 

     

    პრეზენტაციას დაესწრებიან არა მხოლოდ თსუ-ს, არამედ საქართველოს აკადემიური და სამეცნიერო წრეების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სტუდენტები.

    თარიღი: 05/04/2022