საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების
განვითარების ცენტრი (შემდგომში „ცენტრი“) წარმოადგენს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დამხმარე სამეცნიერო- კვლევით სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ხელს უწყობს ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარებას.
2. ცენტრის ოფიციალური სახელწოდებაა ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრი”.
3. ცენტრი იყენებს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბლანკს უნივერსიტეტის ლოგოთი, რომლის გამოყენება ხდება ცენტრის დირექტორის მიერ.
4. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით, თსუ-ს წესდებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2. ცენტრის მიზნები და კომპეტენციები
1. ცენტრის მიზნები:
ა) სამეცნიერო-კვლევითი და საკონსულტაციო სივრცის შექმნა ინტერდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად;
ბ) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა/გაუმჯობესების ხელშეწყობა, მათი კოორდინაცია;
გ) კონფერენციების, სეზონური სკოლებისა და სამეცნიერო სემინარების/ტრენინგების ორგანიზება; თემატური კვლევითი ჯგუფების ორგანიზება.
დ) აკადემიური პერსონალის მომზადებასა და გადამზადებაში მონაწილეობა;

ე) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ეროვნულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აკადემიური/სამეცნიერო კავშირების დამყარება და აკადემიური/სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
ვ) ინტერდისციპლინური კვლევებისა და მათი შედეგების პოპულარიზაცია.
2. ცენტრის კომპეტენციები:
ბ) ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სხვა ქართულ და უცხოურ/საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და/ან მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, სამეცნიერო ფონდებთან, სხვადასხვა ტიპის აკადემიური თუ გამოყენებითი პროექტების განსახორციელებლად.
გ) ცენტრი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე საქმიანობა, მათ შორის საპროექტო საქმიანობა.
დ) აკადემიური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით ცენტრი იწვევს საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს.
მუხლი 3. ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც წარმართავს ცენტრის მუშაობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
2. ცენტრის დირექტორს დეკანის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.
3. ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობას უძღვება ცენტრის დირექტორი.
4. ცენტრში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომლის მართვაზეც პასუხისმგებელია ცენტრის ბილიოთეკარი.
6. ცენტრის დირექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა, დროებით - 2 დღეზე მეტი ვადით არყოფნა), მის უფლებამოსილებებს ასრულებს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის უფროსი.
მუხლი 4. ცენტრის ქონება და დაფინანსება
1. თავის ფუნქციათა განსახორციელებლად ცენტრი სარგებლობს უნივერსიტეტის უძრავი და მოძრავი ქონებით.
2. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი.
ბ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;
გ) ფასიანი ტრენინგები და ვორქშოფები.
დ) შემოსავალი კონფერენციებში მონაწილეობის გადასახადებიდან.

ე) შემოწირულობები.
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
ზ) ცენტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტის ბიუჯეტში მოზიდული სახსრები.
თ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.
3. ცენტრის საქმიანობით მოზიდული სახსრები ხმარდება ცენტრს.
მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი.
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მისი მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, სხვა სტრუქტურული ცვლილებები და წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად.