საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    განათლების ფსიქოლოგიის ინსტიტუტი

    ინსტიტუტში გაერთიანებულია 6 პროფესორი:

    მზია წერეთელი

    ია აფთარაშვილი

    მანანა მელიქიშვილი

    ნინო ლაბარტყავა

    სოფიო თევდორაძე

    ნატო ასათიანი

    ინსტიტუტის მიზანია  

    ინდივიდის განვითარების, სწავლისა და სოციალიზაციის პროცესების, მათ საფუძვლად მდებარე მექანიზმების შესახებ სასწავლო კურსების შექმნა და განვითარება;

    სწავლა-სწავლების ფსიქოლოგიური მექნიზმების და ეფექტიანი დიზაინების შესწავლა, აგრეთვე, ამ პროცესში ჩართული პიროვნული, სოციალური, ემოციური, ინსტიტუციონალური და გარემოს  ფაქტორების კვლევა;

    განათლების ფსიქოლოგიის თანამედროვე მიღწევების განათლების პოლიტიკიასა და პრატიკაში ინპლიმენტაციის მხარადაჭერა.

    მიზნების განხორციელებას ინსტიტუტი ახდენს შემდეგი გზებით:

    1. სწავლა-სწავლების პროცესის და  კონსტრუქტების კვლევა, საკვლევი ინსტრუმენტების ადაპტირება;
    2. საგანმანათლებლო პროგრამების, მოდულებისა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში კონსულტირება, აგრეთვე შეფასება და მონიტორინგი;
    3. სფეროში არსებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურისა და საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილების შესწავლა, განხილვა  და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე მორგება;
    4. განათლების ფსიქოლოგიის სფეროთი დაინტერესებულ ყველა მხარესთან თანამშრომლობა, კონსულტირება და რეკომენდაციების გაცემა;

    ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები

    სამაგისტრო პროგრამა: “ განათლების ფსიქოლოგია და კვლევა”

    სადოქტორო პროგრამა: “განათლების ფსიქოლოგია”

    ინსტიტუტის პროფესურა ფარავს ისეთ კვლევით საკითხებს, როგორებიცაა:
     

    სწავლა -სწავლების პარადიგმები, Whole child კონცეფცია, ინკლუზიური განათლება; ფორმალური და არაფორმალური სწავლა-სწავლების პრინციპები;

    მოზრდილთა სწავლა -სწავლება, უწყვეტი განათკლების საგანამანთლებლლო და ფსიქოლოგიური კონცეფცია;

    სწავლის მიზნები, აკადმიური მე კონცეფცია, აკაემიური მიღწევა და მისი ეტაპები, თვითრეგულაცია; თვითმართული სწავლა

    სწავლა-სწავლების დიზაინი, სწავლების სტილი და ინდივიდუალური თავისებურებები;

    ცოდნნის სტრუქტურა  და სწავლის პროცესი; სიღრმისეული სწავლება; სწავლა-სწვალების კულტურული, ეთნიკური და გენდერული კვლევები. მშობელთა/თემის ჩართულობა;

    აკადემიური  კეთილდღეობა, ემოცია და სწავლა, მოტივაცია და სწავლა; თვითეფეტიანობა; სოციალიზაცია, როგორც სწავლის პროცესი;

    კოგნიტური პროცესები სწავალა-სწავლების პროცესში, კრიტიკული აზროვენება და მისი კომპონენტები; ინტელექტი და გამოცდილება; მეტაკოგნიცია; კომპონნეტური უნარები;

    განათლების კვლევები და გაზომვების კონცეფცია

    შეფასების დიზაინები და მთავარი კონსტრუქტები; ავთენტური შეფასება; ცვლილებების შეფასება; ალტერნატიული შეფასება