საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    19-23 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საზაფხულო სკოლას - "მომავლის ფორმირება - განათლება, ინოვაციები და კვლევის სრულყოფა" უმასპინძლა.

     

    კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს განათლების დარგში სადოქტორო პროგრამების სტუდენტები და საერთაშორისო დონის ექსპერტები ჰიბრიდულ სესიებზე ესწრებოდნენ.

     

    მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ პანელურ სესიებს, მოესმინათ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტებისთვის სადოქტორო განათლებასა და კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ჩართულიყვნენ საინტერესო დისკუსიებში.

     

    ღონისძიება CIF მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში" მიერ იყო მხარდაჭერილი.