საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    პროექტი -საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის სამაგისტრო პროგრამები

     

    განხორციელების ვადები: 2010-2013

     

    პროექტი მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარეობდა 2010-2013 წლებში. პროექტის კოორდინატორი იყო პროფესორი ვინსენტ ობრაიანი, კუმბრიის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი); პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტები იყვნენ: ბაიბის-ბოლიაის სოციალური კვლევის უნივერსიტეტი (რუმინეთი), კოორდინატორი რაზვან კერეკეში და ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტი KTH (შვედეთი). დასახული მიზნების შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განხორციელდა თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის სფეროში პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს დაწესებულებებს შორის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა საგანმანათლებლო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, პროგრამის განხორციელებაში ჩართულმა აკადემიურმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სახის ტრენინგში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის სწავლებაში დაინერგა და განვითარდა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, შეძენილ იქნა უახლესი სასწავლო ლიტერატურა.