საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

    N#18/23_01                                                10. 09. 2012


    სამაგისტრო ნაშრომების დაცვის დამატებით ვადაში ჩატარების ორგანიზების მიზნით

    ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
    1.    დაინიშნოს სამაგისტრო ნაშრომების დაცვა 2012 წლის 20 სექტემბერს, თსუ სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-16 მუხლის, მე-3 პუნქტის, ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე;
    2.    სამაგისტრო ნაშრომების დაცვის უფლება აქვთ იმ მაგისტრანტებს, რომლებიც ვერ გამოცხადნენ 2012 წელს 17 და 16-21…ივლისს  დანიშნულ სამაგისტრო ნაშრომების დაცვებზე საპატიო მიზეზით;
    3.    წარმოადგინოს 2012 წლის 18 სექტემბრისათვის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა იმ მაგისტრანტთა სია, რომლებსაც ექნებათ უფლება გავიდნენ 2012 წლის 20 სექტემბერს დანიშნულ დაცვაზე;
    4.    გაუგრძელდეს ფუნქციონირების ვადა დეკანის  ა. წ. 3 ივლისის #14/23_01  ბრძანებით დამტკიცებულ სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიებს;                                            
    5.    ბრძანებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
    6.    ბრძანება განთავსდეს ფაკულტეტის ვებ-გვერდზე;
    7.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

    ეკონომიკისა და ბიზნესი
    ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი                                            ა. ხელაძე