ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
#14/23-01 10. 06. 2013
ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში თსუ X (მაღლივი) კორპუსის აუდიტორიებისა და სხვა ფართის განთავისუფლებისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის განთავსების სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვისათვისეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
#14/23-01 10. 06. 2013
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური და დამხმარე პერსონალი გადავიდეს თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის შენობაში, მისამართზე უნივერსიტეტის ქ. #2, თსუ X (მაღლივი) კორპუსის მარჯვენა ფლიგელი, მიმდინარე წლის 18-19 ივნისს;
2. ადმინისტრაციის, აკადემიური და დამხმარე პერსონალის განთავსების სქემა წარმოადგინოს დეკანის მოადგილემ საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში არა უგვიანეს ა. წ. 12 ივნისისა;
3. ა. წ. 15 ივნისამდე ჩატარდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის დროებით გამოყოფილი ფართის (თსუ X (მაღლივი) კორპუსის მარჯვენა ფლიგელი) დასუფთავების და აღჭურვის ღონისძიებები;
4. ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის გაზაფხულის სემესტრში ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ფინალური გამოცდები ჩატარდეს N3 რესურს ცენტრში;
5. მაგისტრატურის გაზაფხულის სემესტრში ფინალური გამოცდები ჩატარდეს N3 რესურს ცენტრში და ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შენობაში, მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზ. 44.
6. გამოცდების ცხრილები, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს ფაკულტეტი გამოქვეყნდეს არა უგვიანეს ა.წ. 11 ივნისისა.
7. ამ ბრძანებით შესასრულებელი ღონისძიებების დროულად განხორციელება დაევალოს დეკანის მოადგილეს საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში;
8. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.
9. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი ა. ხელაძე
ფაკულტეტის დეკანი ა. ხელაძე